Posts

ქეთრინ სთოქეთი "მოსამსახურე"

Image
ქეთრინ სთოქეთის წიგნში "მოსამსახურე" ძალიან საინტერესო და დამაფიქრებელი თემაა განხილული. ეს წიგნი აერთიანებს ორ რასას და ეუბნება მკითხველს ,რომ კანის ფერით არ უნდა გავნსაზღვროთ ყველაფერი,რადგან ბევრ ფერადკანიანს შეიძლება თეთრკანიანზე დიდი გონება და ადამიანურობა გააჩნდეს. ამ წიგნში არის აღწერილი ძალიან ცუდი რეალობა,იმის შესახებ თუ როგორ ექცევიან თეთრები, შავკანიან მოსამსახურეებს... ამ წიგნში არის მოთხრობილი მოსამსახურეებზე, რომლებმაც გადაწყვიტეს ამოიღონ ხმა,რაც ძალიან საშიშია ისეთ ქალაქში ,სადაც შესაძლოა სიტყვის შებრუნებისთვის სიკვდილამდე გცემონ ან ენა ამოგაძრონ. მოსამსახურეებს კი ხელს თეთრკანიანი ჟურნალისტი უწყობს, რომელმაც გადაწყვიტა დაესრულებინა ყველაფერი და ბევრი რისკის მიუხედავად,საქმე ბოლომდე მიჰყავს. წიგნში ბევრი მაგალითია რაც პროტესტის გრძნობას გაგიჩენთ და გულს აგიჩუყებთ, ეს წიგნი აუცილებლად უნდა წაიკითხონ დრამის მოყვარულებმა,ასევე თქვენ გაქვთ ჩემგან რეკომენდაცია,დარწმუნებული ვარ, არ ინანებთ.  აღსანიშნავია, ასევე რომ წიგნის მიხედვითაა გადაღებული ფილმი,რომელმაც დ...
Image
ხალიდ ჰოსეინი "ათასი მოელვარე მზე" ავღანური წარმოშობის ამერიკელი მწერლის კიდევ ერთი შესანიშნავი წიგნი.ვითარება ისევ ავღანეთში მიმდინარეობ , ომის პარალელურად ... ამ წიგნში ორი ქალის ხაზით ვითარდება სიუჟეტი რომელთა გზები სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ გადაიკვეთება ..ლაილა და მარიამი ტრაგიკული ბედის მქონე ქალები (უფრო გოგოები) არიან ,მათაც ჰქონდათ ოცნებები ,სურვილები,ნატვრები, რომელიც ომმა და ომის სისასტიკემ წაართვა !ძალიაან ძალიან მძიმე წასაკითხი და გასააზრებელი წიგნია ❤❤ ჩემთვის ნამდვილად ემოციების ზღვა აღმოჩნდა ეს წიგნი ❤ პ.ს თუ მოგეწონათ "ფრანით მორბენალი" ესეც აუცილებლად მოგეწონებათ❤
Image
 ხალიდ ჰოსეინი "ფრანით მორბენალი"  ავღანური წარმოშობის ამერიკელი მწერლის – ხალიდ ჰოსეინის დებიუტი 2003 წელს შედგა რომანით ,"ფრანით მორბენალი". წიგნი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა: გაყიდული ეგზემპლარების რაოდენობამ, აშშ-სა და მის ფარგლებს გარეთ, შთამბეჭდავ რიცხვს, 21 მილიონს მიაღწია. რომანზე უამრავი რეცენზია დაიწერა, გაიხსნა კლუბები, გადაიღეს ფილმი. ნაწარმოები დამამთავრებელ კლასებში სავალდებულო საკითხავ ლიტერატურად გამოცხადდა. ბევრისთვის რომანი სამაგიდო წიგნად იქცა. წიგნში მოთხრობილი ამბავი ავღანეთში ვითარდება. ეს არის წიგნი ორ ბიჭუნაზე ,მეგობრებზე ,რომლებიც მთელ დროს ერთმანეთთან ატარებენ , თამაშობენ ,წიგნებს კითხულობენ .. თუმცა ცხოვრება არც ისეთი ჰარმონიულია თან ამას ემატება 1979 წლის ავღანეთის ომიც ... ეს არის წიგნი სიყვარული , სიხარული, თბილი,ტკბილი ყველაფერი ერთად  ყველა პერსონაჟი უსაყვარლესია ჩემთვის , ბაბა , ამირი, ჰასანი განსაკუთრებით ჰასანი , შემიყვარდა მე ეს პერსონაჟი და კიდევ კაი ხანი ვიქნები მასზე შეყვარებული .ასეთი სათნო , ერთგული, თბილი და ...
Image
დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა — კონსტანტინე გამსახურდიას ისტორიული რომანი. რომანს საფუძვლად უდევს სვეტიცხოვლის მშენებლობის ნახევრად ლეგენდური ისტორია. მთავარი მოქმედი პირები არიან მეფე გიორგი꘡ და სვეტიცხოვლის ხუროთმოძღვარი კონსტანტინე არსაკიძე."დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა" 1938–1939 წლებში დაიწერა მოქმედება იშლება XI საუკუნის საქართველოში, უპირველესი ქრისტიანული ტაძრის სვეტიცხოველის გარშემო."დიდოსტატის მარჯვენა" იყო კონსტანტინე გამსახურდიას ერთადერთი წიგნი, რომელსაც ყოველთვის აღიარებდა საბჭოთა ხელისუფლება. მოსწონდათ იგი სტალინსა და ბერიას. მაგრამ ბელადის პირველ წიგნს, რომელიც 1939 წელს გამოიცა, სტალინმა კრიტიკულად შეხედა და ავტორმაც მომდევნო წიგნები აღარ დაწერა.როგორც აღნიშნავენ, სტალინმა ერთ ღამეში წაიკითხა „დიდოსტატის მარჯვენა“ და, მაშინვე გააღვიძა ლავრენტი ბერიამ,  გამსახურდია შესანიშნავი მწერალი ყოფილა და რატომ არ ვიცოდიო. ეს შესანიშნავი წიგნი ქართული პროზის ნამდვილი საგანძურია , ამიტომაც ისწავლება სკოლებში და ყველა სკოლის მოსწავლეს მოვუწოდებ გუ...

ერიხ მ. რემარკი „სამი მეგობარი“

Image
დანაკარგის ტკივილზე, ადამიანთა განსაცდელზე მოუთხრობს მკითხველს მწერალი  ერიხ მ. რემარკი მის ერთ-ერთ წიგნში „სამი მეგობარი“. მწერალს ყველა ეს უბედურება საკუთარი თვალით ჰქონდა ნანახი და მკითხველი არაერთხელ ხდება პერსონაჟების ტკივილისა და სიხარულის მოზიარე. ეს წიგნი არის სამ ბიჭზე რომელიც ცხოვრობდნენ სიხარულის, იმედისა და ოცნებების გარეშე. ეს არის წიგნი ძლიერ სიყვარულზე, მეგობრობაზე და ერთგულებაზე. ეს წიგნი ბევრ რამეზე დაგაფიქრებს და გასწავლის... ვისაც რემარკი არ  „გაუსინჯავს“ ჰგონია რომ რადგან კლასიკაა ძაან ბანალური ან ადვილი სიუჟეტის იქნება. წიგნის დაწყების შემდეგ არცერთი მომენტი არ ყოფილა მომაბეზრებელი ან მოსაწყენი რაც მკითხველისთვის ძალიან კარგია :-) რემარკი განსაკუთრებული წერის სტილით და სიუჟეტის განვითარებით გამოირჩევა. როცა ამ წიგნს ვკითხულობდი ყოველთვის ვფიქრობდი „ნეტავ ესეთი მეგობრები მყავდეს“, ან  „მეც მინდა ვინმეს ესე ძლიერ ვუყვარდე “. ყველაზე დიდი სიმდიდრე მეგობრები არიან რომელიც სულ გადაგარჩენენ,შენს გამო თავს გასწირავენ და ყოველთვის გვერდში დაგიდეგებიან, ე...

მოუთმენლობა გულისა

Image
არ მახსოვს ზუსტად რამდენი წლის წინ წავიკითხე ეს წიგნი , ალბათ 13-ის ვიქნებოდი ან 14-ის .ეს ის ასაკია როცა უბრალოდ გინდა რამე იკითხო და არ აქვს მნიშვნელობა. ამ წიგნს მამიდის საკმაოდ დიდ ბიბლიოთეკში წავაწყდი , სათაურმა პირველივე დანახვით მომხიბლა , მერე რამდენიმე კარგი შეფასებაც მოვისმინე ამ წიგნზე და ესღა იყო უბრალოდ მოვკალათებულიყავი და მშვიდად მეკითხა .. როცა კითხვა დავიწყე თავიდან დიდი ვერაფერი , არ მომწონდა , რამდენიმე გვერდსაც გავცდი და (ვისაც წაკითხული გაქვთ გემახსოვრებათ უხერხული მომენტი წვეულებაზე) ვეღარ ვწყდებოდი. ალბათ ორ ღამეში დავამთავრე , არ დამავიწყდება ამ წიგნის დასრულების მომენტი , ვიჯექი სავარძელში და რამდენიმე წუთიანი შოკი მქონდა ფინალზე , შოკი არა,უფრო დანაშაულის გრძნობა ,თითქოს მე გავაკეთე ეს ყველაფერი , თითქოს ჩემ გამო მოხდა რაც მოხდა 😭 ეს ემოცია დღემდე მომყვება და თუ ვინმე მკითხავს რა წიგნი წავიკითხოო ,აუცილებლად პირველ რიგში მე მათ ამ შესანიშნავ წიგნს ვურჩევ ❤ ვისაც არ გაქვთ წაკითხული აუცილებლად გაეცანით ❤ პ.ს წიგნის მიხედვით გადაღებულია ასევე ფილმიც,რომლ...

შტეფან ცვაიგი

Image
მე ,როგორც ცვაიგის ერთ-ერთ მოტრფიალეს არ შემიძლია არ მივუძღვნა მას ჩემი პირველი სტატია ❤ ცვაიგი დაიბადა ავსტრიაში. კერძოდ ქ. ვენაში. ვენის უნივერსიტეტში იგი სწავლობდა ფილოსოფიას და ფსიქოანალიზის თეორიას, სადაც ასევე მოღვაწეობდა ცნობილი ფსიქიატრი და ნევროლოგი, ფსიქოანალიზის მამამთავარი ზიგმუნდ ფროიდი, რომელიც ცვაიგის უფროსი თანამედროვე, მისი მეგობარი და მკურნალი ექიმიც კი იყო. პირველმა მსოფლიო ომმა მას დიდი ტკივილი მიაყენა, როგორც ადამიანს და ასევე როგორც მწერალს. იქიდან გამომდინარე, რომ იგი ებრაელი იყო, იძულებული გახდა ავსტრიიდან წასულიყო. მან ვერსად ჰპოვა სულიერი სიმშვიდე და 1942 წლის 22 თებერვალს პეტროპოლისში თავი მოიკლა. სამწუხაროა ,ასეთი დიდი მწერლის ნაადრევად გარდაცვალება ,თუმცა მან თავისი 60 წლიანი სიცოცხოხლის კვალი მსოფლიო კლასიკურ ლიტერატურაში მაინც დატოვა ❤ ცვაიგი ძირითადად ნოველებს წერდა ,თუმცა მის კალამს ეკუთვნის ისეთი დიდებული რომანები როგორიცაა "მოუთმენლობა გულისა" და "მარიამ სტიუარტი" ორივე ჩემთვის მეტად ემოციური და დაუვიწყარი აღმოჩნდა ❤ მათ კი ვის...