ქეთრინ სთოქეთი "მოსამსახურე"


ქეთრინ სთოქეთის წიგნში "მოსამსახურე" ძალიან საინტერესო და დამაფიქრებელი თემაა განხილული. ეს წიგნი აერთიანებს ორ რასას და ეუბნება მკითხველს ,რომ კანის ფერით არ უნდა გავნსაზღვროთ ყველაფერი,რადგან ბევრ ფერადკანიანს შეიძლება თეთრკანიანზე დიდი გონება და ადამიანურობა გააჩნდეს. ამ წიგნში არის აღწერილი ძალიან ცუდი რეალობა,იმის შესახებ თუ როგორ ექცევიან თეთრები, შავკანიან მოსამსახურეებს...
ამ წიგნში არის მოთხრობილი მოსამსახურეებზე, რომლებმაც გადაწყვიტეს ამოიღონ ხმა,რაც ძალიან საშიშია ისეთ ქალაქში ,სადაც შესაძლოა სიტყვის შებრუნებისთვის სიკვდილამდე გცემონ ან ენა ამოგაძრონ. მოსამსახურეებს კი ხელს თეთრკანიანი ჟურნალისტი უწყობს, რომელმაც გადაწყვიტა დაესრულებინა ყველაფერი და ბევრი რისკის მიუხედავად,საქმე ბოლომდე მიჰყავს. წიგნში ბევრი მაგალითია რაც პროტესტის გრძნობას გაგიჩენთ და გულს აგიჩუყებთ, ეს წიგნი აუცილებლად უნდა წაიკითხონ დრამის მოყვარულებმა,ასევე თქვენ გაქვთ ჩემგან რეკომენდაცია,დარწმუნებული ვარ, არ ინანებთ.

 აღსანიშნავია, ასევე რომ წიგნის მიხედვითაა გადაღებული ფილმი,რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა და ბევრი ჯილდოც მოიპოვა...

რამოდენიმე გამორჩეული ფრაზა წიგნიდან...

✖ -იცით, რა იყო ყველაზე დიდი სიკეთე,რაც თეთრმა ქალმა გამიკეთა? პურის ქერქი გადმომიგდო, სულ ეს იყო.

✖და მეც ვუყვები :
-იყო და არა იყო რა ,იყი ორი გოგო.ერთს შავი კანი ჰქონდა მეორეს -თეთრი.
-შენც გაქვს თმა და მეც მაქვს თმა.
- შენც გაქ ცხვირი და მეც მაქ ცხვირი.
-შენც გაქვს ფეხის თითები და მეც.
-გამოდის,ერთნაირები ვართ. უბრალოდ,კანის ფერი გვაქვს განსხვავებული.-ამბობს ფერადკანიანი გოგო. თეთრკანიანი გოგო ეთანხმება და ისინი მეგობრები ხდებიან. დასასრული.  ეპიზოდი - მოსამსახურედან. (შემოკლებული ვერსია)

✖-გიყურებთ და ვფიქრობ,აი,კიდევ ერთი თეთრი,რომლებსაც ფერადკანიანებით უნდა ფულის გაკეთება.

მეტი ჩვენი პოსტისთვის გვეწვიეთ გვერდზე ❤

#ჭყიტა
#წიგნისსახლი
#ჩვენგირჩევთ
#განხილვა

Comments

Post a Comment

Popular posts from this blog

ერიხ მ. რემარკი „სამი მეგობარი“