ერიხ მ. რემარკი „სამი მეგობარი“
დანაკარგის ტკივილზე, ადამიანთა განსაცდელზე მოუთხრობს მკითხველს მწერალი ერიხ მ. რემარკი მის ერთ-ერთ წიგნში „სამი მეგობარი“. მწერალს ყველა ეს უბედურება საკუთარი თვალით ჰქონდა ნანახი და მკითხველი არაერთხელ ხდება პერსონაჟების ტკივილისა და სიხარულის მოზიარე.
ეს წიგნი არის სამ ბიჭზე რომელიც ცხოვრობდნენ სიხარულის, იმედისა და ოცნებების გარეშე.
ეს არის წიგნი ძლიერ სიყვარულზე, მეგობრობაზე და ერთგულებაზე. ეს წიგნი ბევრ რამეზე დაგაფიქრებს და გასწავლის... ვისაც რემარკი არ „გაუსინჯავს“ ჰგონია რომ რადგან კლასიკაა ძაან ბანალური ან ადვილი სიუჟეტის იქნება. წიგნის დაწყების შემდეგ არცერთი მომენტი არ ყოფილა მომაბეზრებელი ან მოსაწყენი რაც მკითხველისთვის ძალიან კარგია :-) რემარკი განსაკუთრებული წერის სტილით და სიუჟეტის განვითარებით გამოირჩევა. როცა ამ წიგნს ვკითხულობდი ყოველთვის ვფიქრობდი „ნეტავ ესეთი მეგობრები მყავდეს“, ან „მეც მინდა ვინმეს ესე ძლიერ ვუყვარდე “. ყველაზე დიდი სიმდიდრე მეგობრები არიან რომელიც სულ გადაგარჩენენ,შენს გამო თავს გასწირავენ და ყოველთვის გვერდში დაგიდეგებიან, ეს წიგნი კი ამის კარგი მაგალითია.
„ამ წიგნმა მთლიანად გამანადგურა, წარმოვიდგინე როგორ ცხოვრობდნენ წიგნის პერსონაჟები რეალურად. გავაცოცხლე ისინი და.მათი ცხოვრებით ვიცხოვრე კითხის პროცესში. ყველა პერსონაჟს ჰქონდა რაღაც განსაკუთრებული და სევდიანი. წიგნს კი მისი დასასრული ხდის ისეთს როგორიც არის. ეს კლასიკაა რომელსაც ჩემთვის ვერცერთი წიგნი ვერ შეცვლის“ - ჩვენი ერთერთი მომხმარებლის შთაბეჭდილებები წიგნზე.
ფრაზები
🔹„პატიება არასდროს არ ითხოვო, ბიჭუნი! კრინტი არ დასძრა. გაუგზავნე ყვავილები.ისინი ყველაფერს ფარავენ. საფლავებსაც კი.“
🔹„ძნელია სიტყვების მონახვა, როცა ჭეშმარიტად რამე
გაქვს სათქმელი. და მაშინაც კი, როცა საჭირო სიტყვები
მოგადგება, მათი წარმოთქმა გრცხვენია“
🔹 „ადამიანის სიცოცხლე ძალიან ხანგრძლივია ერთი სიყვარულისთვის… სიყვარული მშვენიერი არის, მაგრამ ორთაგან ერთ-ერთი ყოველთვის მოიწყენს ხოლმე. მეორეს კი აღარაფერი დარჩენია.“
🔹„მხოლოდ ახლა,უკან მომავალს გამახსენდა უამრავი ტკბილი სიტყვა რომელიც მისთვის მინდოდა მეთქვა"
თქვენი მონა-მორჩილი ადმინი და ბლოგერი ❤️ #ჭყიტა
Comments
Post a Comment