დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა — კონსტანტინე გამსახურდიას ისტორიული რომანი.
რომანს საფუძვლად უდევს სვეტიცხოვლის მშენებლობის ნახევრად ლეგენდური ისტორია. მთავარი მოქმედი პირები არიან მეფე გიორგი꘡ და სვეტიცხოვლის ხუროთმოძღვარი კონსტანტინე არსაკიძე."დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა" 1938–1939 წლებში დაიწერა მოქმედება იშლება XI საუკუნის საქართველოში, უპირველესი ქრისტიანული ტაძრის სვეტიცხოველის გარშემო."დიდოსტატის მარჯვენა" იყო კონსტანტინე გამსახურდიას ერთადერთი წიგნი, რომელსაც ყოველთვის აღიარებდა საბჭოთა ხელისუფლება. მოსწონდათ იგი სტალინსა და ბერიას. მაგრამ ბელადის პირველ წიგნს, რომელიც 1939 წელს გამოიცა, სტალინმა კრიტიკულად შეხედა და ავტორმაც მომდევნო წიგნები აღარ დაწერა.როგორც აღნიშნავენ, სტალინმა ერთ ღამეში წაიკითხა „დიდოსტატის მარჯვენა“ და, მაშინვე გააღვიძა ლავრენტი ბერიამ, გამსახურდია შესანიშნავი მწერალი ყოფილა და რატომ არ ვიცოდიო.
ეს შესანიშნავი წიგნი ქართული პროზის ნამდვილი საგანძურია , ამიტომაც ისწავლება სკოლებში და ყველა სკოლის მოსწავლეს მოვუწოდებ გულდასმით წაიკითხონ და შეიყვარონ ეს წიგნი <3 ❤
ფრაზები წიგნებიდან :
🔺საერთო სენია კაცთა: მიცვალებულებს იმადაც აქებენ ხშირად, რომ ცოცხალთ მიაყენონ ჩრდილი.
🔺მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი... ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს. მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი.
🔺როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც კი ვერ გაამარჯვებინებს მას.
🔺ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს, მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები. ❤❤❤❤
Comments
Post a Comment