ხალიდ ჰოსეინი

"ფრანით მორბენალი" 







ავღანური წარმოშობის ამერიკელი მწერლის – ხალიდ ჰოსეინის დებიუტი 2003 წელს შედგა რომანით ,"ფრანით მორბენალი". წიგნი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა: გაყიდული ეგზემპლარების რაოდენობამ, აშშ-სა და მის ფარგლებს გარეთ, შთამბეჭდავ რიცხვს, 21 მილიონს მიაღწია. რომანზე უამრავი რეცენზია დაიწერა, გაიხსნა კლუბები, გადაიღეს ფილმი. ნაწარმოები დამამთავრებელ კლასებში სავალდებულო საკითხავ ლიტერატურად გამოცხადდა. ბევრისთვის რომანი სამაგიდო წიგნად იქცა. წიგნში მოთხრობილი ამბავი ავღანეთში ვითარდება.
ეს არის წიგნი ორ ბიჭუნაზე ,მეგობრებზე ,რომლებიც მთელ დროს ერთმანეთთან ატარებენ , თამაშობენ ,წიგნებს კითხულობენ .. თუმცა ცხოვრება არც ისეთი ჰარმონიულია თან ამას ემატება 1979 წლის ავღანეთის ომიც ... ეს არის წიგნი სიყვარული , სიხარული, თბილი,ტკბილი ყველაფერი ერთად  ყველა პერსონაჟი უსაყვარლესია ჩემთვის , ბაბა , ამირი, ჰასანი განსაკუთრებით ჰასანი , შემიყვარდა მე ეს პერსონაჟი და კიდევ კაი ხანი ვიქნები მასზე შეყვარებული .ასეთი სათნო , ერთგული, თბილი და საყვარელი არ ვიცი ძალიან იშვიათად შემხვედრია ჩემმა მეგობარმა მითხრა ამას წინათ ჰასანზე ,რაც კი რაიმე კარგი თვისება გააჩნია ადამიანს ყველაფერი ჩააქსოვა მასში ავტორმაო და ვეთანხმები წიგნს ერთი ფრაზა გაჰყვება ბოლო წინადადებამდე "შენი გულისთვის თუნდაც ათასჯერ" ❤❤
ესეც ფილმი კადრიდან ,ჩემი აზრით,ფილმიც ძალიან კარგია და აუცილებლად ნახეთ ❤
❤"შენი გულისთვის თუნდაც ათასჯერ" ❤



Comments

Popular posts from this blog

ერიხ მ. რემარკი „სამი მეგობარი“

ქეთრინ სთოქეთი "მოსამსახურე"