შტეფან ცვაიგი








მე ,როგორც ცვაიგის ერთ-ერთ მოტრფიალეს არ შემიძლია არ მივუძღვნა მას ჩემი პირველი სტატია ❤ ცვაიგი დაიბადა ავსტრიაში. კერძოდ ქ. ვენაში. ვენის უნივერსიტეტში იგი სწავლობდა ფილოსოფიას და ფსიქოანალიზის თეორიას, სადაც ასევე მოღვაწეობდა ცნობილი ფსიქიატრი და ნევროლოგი, ფსიქოანალიზის მამამთავარი ზიგმუნდ ფროიდი, რომელიც ცვაიგის უფროსი თანამედროვე, მისი მეგობარი და მკურნალი ექიმიც კი იყო. პირველმა მსოფლიო ომმა მას დიდი ტკივილი მიაყენა, როგორც ადამიანს და ასევე როგორც მწერალს. იქიდან გამომდინარე, რომ იგი ებრაელი იყო, იძულებული გახდა ავსტრიიდან წასულიყო. მან ვერსად ჰპოვა სულიერი სიმშვიდე და 1942 წლის 22 თებერვალს პეტროპოლისში თავი მოიკლა. სამწუხაროა ,ასეთი დიდი მწერლის ნაადრევად გარდაცვალება ,თუმცა მან თავისი 60 წლიანი სიცოცხოხლის კვალი მსოფლიო კლასიკურ ლიტერატურაში მაინც დატოვა ❤ ცვაიგი ძირითადად ნოველებს წერდა ,თუმცა მის კალამს ეკუთვნის ისეთი დიდებული რომანები როგორიცაა "მოუთმენლობა გულისა" და "მარიამ სტიუარტი" ორივე ჩემთვის მეტად ემოციური და დაუვიწყარი აღმოჩნდა ❤ მათ კი ვისაც გსურთ წიგნისგან მეტი სიამოვნება მიიღოთ და ფსიქოლოგიური განწყობაც შეიქმნათ აუცილებლად გაეცანით ამ დიდი ადამიანის შემოქმედებას ❤

Comments

Popular posts from this blog

ერიხ მ. რემარკი „სამი მეგობარი“

ქეთრინ სთოქეთი "მოსამსახურე"