ერიხ მ. რემარკი „სამი მეგობარი“
დანაკარგის ტკივილზე, ადამიანთა განსაცდელზე მოუთხრობს მკითხველს მწერალი ერიხ მ. რემარკი მის ერთ-ერთ წიგნში „სამი მეგობარი“. მწერალს ყველა ეს უბედურება საკუთარი თვალით ჰქონდა ნანახი და მკითხველი არაერთხელ ხდება პერსონაჟების ტკივილისა და სიხარულის მოზიარე. ეს წიგნი არის სამ ბიჭზე რომელიც ცხოვრობდნენ სიხარულის, იმედისა და ოცნებების გარეშე. ეს არის წიგნი ძლიერ სიყვარულზე, მეგობრობაზე და ერთგულებაზე. ეს წიგნი ბევრ რამეზე დაგაფიქრებს და გასწავლის... ვისაც რემარკი არ „გაუსინჯავს“ ჰგონია რომ რადგან კლასიკაა ძაან ბანალური ან ადვილი სიუჟეტის იქნება. წიგნის დაწყების შემდეგ არცერთი მომენტი არ ყოფილა მომაბეზრებელი ან მოსაწყენი რაც მკითხველისთვის ძალიან კარგია :-) რემარკი განსაკუთრებული წერის სტილით და სიუჟეტის განვითარებით გამოირჩევა. როცა ამ წიგნს ვკითხულობდი ყოველთვის ვფიქრობდი „ნეტავ ესეთი მეგობრები მყავდეს“, ან „მეც მინდა ვინმეს ესე ძლიერ ვუყვარდე “. ყველაზე დიდი სიმდიდრე მეგობრები არიან რომელიც სულ გადაგარჩენენ,შენს გამო თავს გასწირავენ და ყოველთვის გვერდში დაგიდეგებიან, ე...
Comments
Post a Comment