Posts

Showing posts from April, 2018

ქეთრინ სთოქეთი "მოსამსახურე"

Image
ქეთრინ სთოქეთის წიგნში "მოსამსახურე" ძალიან საინტერესო და დამაფიქრებელი თემაა განხილული. ეს წიგნი აერთიანებს ორ რასას და ეუბნება მკითხველს ,რომ კანის ფერით არ უნდა გავნსაზღვროთ ყველაფერი,რადგან ბევრ ფერადკანიანს შეიძლება თეთრკანიანზე დიდი გონება და ადამიანურობა გააჩნდეს. ამ წიგნში არის აღწერილი ძალიან ცუდი რეალობა,იმის შესახებ თუ როგორ ექცევიან თეთრები, შავკანიან მოსამსახურეებს... ამ წიგნში არის მოთხრობილი მოსამსახურეებზე, რომლებმაც გადაწყვიტეს ამოიღონ ხმა,რაც ძალიან საშიშია ისეთ ქალაქში ,სადაც შესაძლოა სიტყვის შებრუნებისთვის სიკვდილამდე გცემონ ან ენა ამოგაძრონ. მოსამსახურეებს კი ხელს თეთრკანიანი ჟურნალისტი უწყობს, რომელმაც გადაწყვიტა დაესრულებინა ყველაფერი და ბევრი რისკის მიუხედავად,საქმე ბოლომდე მიჰყავს. წიგნში ბევრი მაგალითია რაც პროტესტის გრძნობას გაგიჩენთ და გულს აგიჩუყებთ, ეს წიგნი აუცილებლად უნდა წაიკითხონ დრამის მოყვარულებმა,ასევე თქვენ გაქვთ ჩემგან რეკომენდაცია,დარწმუნებული ვარ, არ ინანებთ.  აღსანიშნავია, ასევე რომ წიგნის მიხედვითაა გადაღებული ფილმი,რომელმაც დ...