მოუთმენლობა გულისა



არ მახსოვს ზუსტად რამდენი წლის წინ წავიკითხე ეს წიგნი , ალბათ 13-ის ვიქნებოდი ან 14-ის .ეს ის ასაკია როცა უბრალოდ გინდა რამე იკითხო და არ აქვს მნიშვნელობა. ამ წიგნს მამიდის საკმაოდ დიდ ბიბლიოთეკში წავაწყდი , სათაურმა პირველივე დანახვით მომხიბლა , მერე რამდენიმე კარგი შეფასებაც მოვისმინე ამ წიგნზე და ესღა იყო უბრალოდ მოვკალათებულიყავი და მშვიდად მეკითხა .. როცა კითხვა დავიწყე თავიდან დიდი ვერაფერი , არ მომწონდა , რამდენიმე გვერდსაც გავცდი და (ვისაც წაკითხული გაქვთ გემახსოვრებათ უხერხული მომენტი წვეულებაზე) ვეღარ ვწყდებოდი. ალბათ ორ ღამეში დავამთავრე , არ დამავიწყდება ამ წიგნის დასრულების მომენტი , ვიჯექი სავარძელში და რამდენიმე წუთიანი შოკი მქონდა ფინალზე , შოკი არა,უფრო დანაშაულის გრძნობა ,თითქოს მე გავაკეთე ეს ყველაფერი , თითქოს ჩემ გამო მოხდა რაც მოხდა 😭 ეს ემოცია დღემდე მომყვება და თუ ვინმე მკითხავს რა წიგნი წავიკითხოო ,აუცილებლად პირველ რიგში მე მათ ამ შესანიშნავ წიგნს ვურჩევ ❤ ვისაც არ გაქვთ წაკითხული აუცილებლად გაეცანით ❤ პ.ს წიგნის მიხედვით გადაღებულია ასევე ფილმიც,რომლის ლინკსაც ჩავაგდებ ;) https://www.youtube.com/watch?v=qIMVu52w3Wo


ფრაზები წიგნიდან :

🔺” არავითარი დანაშაული არ შეიძლება დავიწყებას იეცეს, ვიდრე მის გამო სინდისი გქენჯნის.”

🔺”ჯანმრთელებმა, ძლიერებმა, ამაყებმა, მხიარულებმა არ იციან სიყვარული- ან კი რაში სჭირდებათ იგი? სიყვარულს ისინი ქედმაღლურად და გულგრილად იღებენ, როგორც დამსახურებულ თაყვანისცემას, თითქოს სხვებს ევალებოდეთ მათი ტრფიალი . მათთვის სხვისი გრძნობა, თუნდაც ის სხვა მთელ თავის მეობას აქსოვდეს შიგ, უბრალო დანამატი, თმაში გარჭობილი სამკაულია, მკლავზე წამოცმული სამაჯურია და არა მთელი ცხოვრების აზრი და ბედნიერება.”

🔺” საკუთარი თავის გარდა ადამიანი ყველაფერს შეიძლება გაექცეს.”

Comments

  1. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი წიგნი <3, კითხვა მიყვარდა მაგრამ ვეძებდი ისეთ წიგნს რომელიც კიდევ უფრო შემაყვარებდა და უფრო ფართოდ კითხვისაკაენ მიბიძგებდა, ეს იყო ჩემი პირველი წიგნი რომელიც ბოლომდე ერთი ამოსუნტქვით წავიკითე,ახლაც ემოიცების ქვეშ ვარ და ყველას ვურჩევ ვისაც ჯერ კიდევ არ გავქთ წაკიტხული აუცილბლად წაიკიტხეთ -არ გადადოთ!

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

ერიხ მ. რემარკი „სამი მეგობარი“

ქეთრინ სთოქეთი "მოსამსახურე"